ქართული ქარტია

ენმ: ვუერთდებით პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ "ქართულ ქარტიას"

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ "ქართულ ქარტიას" უერთდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

შესაბამისად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქართულ ქარტიას". - წერია ენმ-ს განცხადებაში.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ქარტიას ხელს აწერენ ახალი, ევროპული საქართველო, ლელო, გირჩი - მეტი თავისუფლება და დროაც.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.

კომენტარები