არჩევნები 2024

კუპრაძე: გახარიასთან არ ვითანამშრომლებთ, მათი განცხადება ცალმხრივ სიყვარულს ჰგავს

ეს ამბავი ცალმხრივი სიყვარულის ისტორიას ჰგავს. წლების განმავლობაში, საზოგადოებას და ლელოს გახარიას მიმართ, წარსულთან დაკავშირებით, კითხვები აქვს. ამ შეკითხვებზე პასუხი არ მოგვისმენია, არც მომავალში ველოდებით ამ პასუხებს. გახარიასთან თანამშრომლობას ლელო არ განიხილავს. მსგავსი რამ არც წარსულში ყოფილა, არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება. წინასაარჩევნოდ მათთან თანამშრომლობას არ განვიხილავთ, იმის მიუხედავად, რომ გუნდში რიგი პროფესიონალი ადამიანები ჰყავს, რომლებიც მგონია, რომ თავის დროზე, შეიძლება, კარგი საჯარო მოხელეებიც კი იყვნენ. დამატებით კრიტიკაში არ შევდივართ, იქიდან გამომდინარე, რომ ნათქვამი გვაქვს - წინასაარჩევნო კონტექსტში მორატორიუმს ვაცხადებთ ურთიერთკრიტიკასა და თავდასხმაზე. ამიტომ, კრიტიკაში არ შევდივართ.

თქვა ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ინტერპრესნიუსთან საუბარში. გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, შეიძლება, ლელო დეოლოგიურად მათთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტია იყოს. 

კომენტარები