რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ უკრაინისთვის $275-მილიონიანი სამხედრო დახმარება გამოყო

HIMARS-ის დანაყოფის მეთაური, ზედმეტსახელად კუზია HIMARS-თან. აღმოსავლეთ უკრაინა, 2022 წლის 1-ელი ივლისი.
Anastasia Vlasova for The Washington Post

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 24 მაისს უკრაინისთვის ახალი, 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოყო მაშინ, როცა რუსეთი ხარკოვის მიმართულებით აქტიურ იერიშს აგრძელებს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ დახმარება არის აშშ-ს ძალისხმევის ნაწილი, დაეხმარონ უკრაინას ხარკოვის მიმართულებით რუსეთის იერიშის მოგერიებაში. მისივე თქმით, აქამდე გამოყოფილმა დახმარებამ ფრონტის ხაზს უკვე მიაღწია და ბოლო პაკეტს უკრაინას რაც შეიძლება ჩქარა მიაწვდიან.

პაკეტი მოიცავს HIMARS-ის რაკეტებს, 155 და 105-მმ-იან ჭურვებს, ჯაველინებს, AT4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, ტაქტიკურ მანქანებსა და მცირე ზომის ტყვია-წამალს.

კომენტარები