რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა სურს

ვლადიმირ პუტინი საბრძოლო დანიშნულებისა და საწვრთნელი ცენტრის ვიზიტის დროს, 2024 წლის 27 მარტი.  
კრემლი

Reuters-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ფრონტის საზღვრებზე ცეცხლის შეწყვეტა სურს. ინფორმაციას Reuters-ი ოთხ რუს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინს ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების დაწყება სურს იმ პირობით, რომ შეთანხმება აღიარებს ფრონტის მიმდინარე საზღვრებს. რუსული წყაროების თანახმად, ის მზადაა კიევში ჩაფრინდეს. 

"პუტინს შეუძლია იბრძოლოს რამდენ ხანსაც საჭიროა, თუმცა ის ასევე მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის - ომის გაყინვისთვის" - ამბობს მაღალი თანამდებობის რუსი წყარო Reuters-თან. 

კომენტარები