ირანი

ჰამასისა და ჰეზბოლას ლიდერები ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდნენ

ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია და ჰეზბოლას ლიდერის მოადგილე ნაიმ ქასემი ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე

ირანის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანია და ჰეზბოლას გენერალური მდივნის მოადგილე ნაიმ ქასემი ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდნენ.

ისმაილ ჰანია ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების უმაღლესი ლიდერია, რომელიც კატარში ცხოვრობს, თუმცა რეგიონში ხშირად მოგზაურობს.

რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე მყოფი ჰანიას კადრები ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა:

ირანის პრეზიდენტის დაღუპვის შესახებ ცნობების დადასტურების შემდეგ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც რაისი "ღირსეულ მხარდამჭერად" მოიხსენია.

20 მაისს დადასტურდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

კომენტარები