საქართველოს პარლამენტი

11-12 მაისს პარლამენტში მხოლოდ დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან

საქართველოს პარლამენტი

11-12 მაისს საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობაში მხოლოდ პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან. 

პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 11-12 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა". - ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

11 მაისს პარლამენტის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. 

კომენტარები