რუსული კანონი

ნოდია: "არა რუსულ კანონს" ლოგიკურად მოითხოვს ფორმულას "არა რუსულ მთავრობას"

"არა რუსულ კანონს" ამ დღეებში სწორი გზავნილია. მაგრამ ის არასაკმარისია. ის ლოგიკურად მოითხოვს ფორმულას "არა რუსულ მთავრობას". გუშინ აქციაზე ხანდახან ესეც ისმოდა, მაგრამ არცთუ თანმიმდევრულად.

შარშან კანონის გაწვევა მოხდა, მაგრამ ამას გაგრძელება არ მოყოლია. პარადოქსულია, მაგრამ, არაპირდაპირ, ამით ისევ „ქართულმა ოცნებამ“ იხეირა. ჩემი რწმენით, მარტის პროტესტების წარმატებამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს (ტყუილად არ გვეუბნებოდნენ, რომ ხალხს მიანიჭეს და არა მთავრობას), მაგრამ ეს შედეგი „ოცნებამ“ მიიწერა და საკუთარი თავით უკმაყოფილება შეამცირა.

რუსული კანონი ცუდია, მაგრამ ის რუსული მთავრობის ქმედებების მხოლოდ ერთი სიმპტომია. შევინარჩუნოთ იმედი, რომ რუსული კანონის მიღება გაუჭირდებათ, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ეს არაა მთავარი.

შესაბამისად, უფრო გრძელვადიანი სტრატეგიაა საჭირო, რასაც, ჩემი აზრით, უფრო პროტესტის გაფართოება სჭირდება, ვიდრე გამწვავება.

წერს პოლიტოლოგი, გია ნოდია.

კომენტარები