რუსული კანონი

მარტივად, ეს კანონი არ არის კარგი - ჰერჩინსკი რუსულ კანონზე

დღეს, 11 აპრილს, თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სტატუსმეტრის ანგარიში წარადგინა, რომლის მიზანია შეაფასოს ქართული ოცნებისთვის ევროკომისიის მიერ გაწერილი 9 სარეკომენდაციო პუნქტის შესრულების პროგრესი.

სტატუსმეტრის წარდგენას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა. ჰერჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მიერ ხელახლა რეგისტრირებული რუსული კანონპროექტი არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს ევროკომისიის მიერ შედგენილ ანგარიშზე.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეკომენდაციების გაცემიდან, უკვე 5 თვე გავიდა და საქართველოს დრო ეწურება აღნიშნული რეფორმების გასატარებლად და 9 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად.

“საბოლოოდ თქვენზეა დამოკიდებული, გადაწყვიტოთ თუ რა მიმართულებით გსურთ თქვენა ქვეყანამ განაგრძოს” - განაცხადა ელჩმა.

ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სიტყვისა და მედიის თავისუფლება არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის და კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” არც ევროპულია და არც ამერიკული - "მარტივად, ეს კანონი არ არის კარგი" - თქვა ჰერჩინსკიმ

აღსანიშნია, რომ ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული 9 სარეკომენდაციო პუნქტიდან, 7 ჯერ კიდევ შეუსრულებლად რჩება - ხოლო არსებულ ორში, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალ არსებობას, ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისადმი დეზინფორმაციასთან ბრძოლას გარკვეული პროგრესია - ამ დასკვნამდე მივიდა სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.


2023 წლის 8 ნოემბერს  საქართევლოს ხელისუფლებამ ევროკომისიისგან მიიღო 9 პუნქტიანი სარეკომენდაციო გეგმა, სადაც საუბარი იყო იმ პირობებზე, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდებოდა - გასული წლის დეკემბერს, ევროკომისამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

კომენტარები