რუსული კანონი

ირაკლი მაჩხანელი რუსულ კანონზე: მიზანი ევროკავშირისკენ მიმავალი გზის შეფერხებაა

აქ ჩემი ქვეყნის მომავლისთვის ვარ, ეს პირდაპირი საბოტაჟია - ევროკავშირისკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოდ. მგონია, რომ ჩვენს მიზანს მაინც მივაღწევთ. ჩვენი მომავალი ევროპასთანაა დაკავშირებული. ხელისუფლების მხრიდან ამ კანონის ხელახლა ინიცირების მიზანი [ევროკავშირისკენ მიმავალი] გზის შეფერხებაა და მე მგონი, რომ არ გამოუვათ. მე იმის იმედიც მაქვს, რომ გონზე მოვლენ და უკან დაიხევენ. 

თქვა ნეტგაზეთთან საუბარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მორაგბემ, ირაკლი მაჩხანელმა. ვეტერანი სპორტსმენი რუსთაველის გამზირზე, ევროკავშირის მხარდამჭერ და რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშს დაესწრო.

კომენტარები