ყირიმი

კორუფციისთვის დაჭერილი ყირიმის ყოფილი ე.წ. კულტურის მინისტრი უკრაინის ომში წასვლას ითხოვს

ყირიმის ყოფილი ე.წ. კულტურის მინისტრი არინა ნოვოსელსკაია
Baza

კორუფციისთვის გასამართლებული და დაპატიმრებული ყირიმის ყოფილი ე.წ. კულტურის მინისტრი არინა ნოვოსელსკაია უკრაინის ფრონტზე წასვლას ითხოვს

მედია Baza-ს ინფორმაციით, ნოვოსელსკაიამ ფრონტის ხაზზე გაწვევა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოითხოვა.

ნოვოსელსკაია ანექსირებული ყირიმის პირველი ე.წ. კულტურის მინისტრი იყო, რომელიც თანამდებობას 2021 წლის ნოემბრამდე იკავებდა. პოლიტიკოსი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. 

გამოძიების ვერსიით, ნოვოსელსკაიამ ქრთამის სახით 25 მილიონი რუბლი კომპანია მეანდრის მფლობელისგან მიიღო, თანხის სანაცვლოდ ნოვოსელსკაიამ ბიზნესმენს საბავშვო თეატრალური ხელოვნების ცენტრის მშენებლობაში ჩაურევლობის გარანტია მისცა.

2023 წლის ივლისში სასამართლომ არინა ნოვოსელსკაია დამნაშავედ ცნო და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები