ყირიმი

პუტინმა "ყირიმის რესპუბლიკის აღიარების შესახებ" ბრძანებას ხელი მოაწერა

ვლადიმირ პუტინი
Time

ვლადიმირ პუტინმა "ყირიმის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით" ბრძანებას ხელი მოაწერა. ბრძანების მიხედვით, "ყირიმის რესპუბლიკის" აღიარება 16 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე მოხდა. 

"2014 წლის 16 მარტის ყირიმის საყოველთაო რეფერენდუმზე ყირიმელთა ნების გამოხატვის გათვალისწინებით, ყირიმის რესპუბლიკა, რომლის ქალაქ სევასტოპოლს განსაკუთრებული სტატუსი აქვს, ცნობილ იქნას დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ", - ნათქვამია დოკუმენტში. 

კომენტარები