ყირიმი

WP: რუსეთი ჩინეთის დახმარებით ყირიმთან დამაკავშირებელ წყალქვეშა გვირაბს ააშენებს

ყირიმის ხიდი
Rbk

სამთავრობო კავშირების მქონე რუსი და ჩინელი ბიზნესმენები ოქტომბერში, საიდუმლოდ, ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელ წყალქვეშა გვირაბის მშენებლობას განიხილავდნენ. ინფორმაციას გამოცემა The Washington Post ავრცელებს.

სტატია ეფუძნება ელექტრონულ წერილებს, რომლებიც ანონიმურმა უკრაინელმა პირებმა მოიპოვეს და გამოცემას გადასცეს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ შეტყობინებები ყალბი არ არის და ეყრდნობა კომპანიის რეგისტრაციის დოკუმენტებს, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთმა და ჩინეთმა ყირიმში დააფუძნა.

სავარაუდო მშენებლობაში ჩართული იქნება ჩინური კომპანია CRCC, რომელიც აქამდე რუსეთში, 2021 წელს წარმატებით დასრულებულ მოსკოვის მეტროს გაფართოების პროექტზე მუშაობდა.

The Washington Post-ის ჟურნალისტი დაუკავშირდა რუსულ-ჩინური კონსორციუმის ხელმძღვანელს, ვლადიმირ კალიუჟნის, რომელმაც თქვა, რომ "მტრულად განწყობილ მედიას" ინფორმაციას არ წარუდგენს.

"არც კი გავაკეთებ ამაზე კომენტარს". – ამ სიტყვებით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გვირაბის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. 

 

კომენტარები