რუსეთი-თალიბანი

რუსეთმა თალიბანს შესაძლოა ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნას

თალიბი ქაბულის აეროპორტში რუსულ თვითმფრინავთან.
ТАСС

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თალიბანისთვის ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მოხსნას განიხილავს. ამის შესახებ სამთავრობო მედია TACC წერს.

"თალიბანისთვის ტერორისტული ორგანიზაციის მოხსნის საკითხი განიხილება, საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლება მიიღებს". – წერს მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა თალიბანი მაისში, ქალაქ ყაზანში დაგეგმილ რუსეთი-ისლამური სამყარო ფორუმზე მიიწვია. 

რუსეთმა თალიბანი ტერორისტულ ორგანიზაციად 2003 წელს გამოაცხადა და მისი საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აკრძალა. 

ტერორისტული ორგანიზაცია ავღანეთის ხელისუფლებაში მეორედ 2021 წელს დაბრუნდა. მას შემდეგ რაც ქვეყანა აშშ-ს სამხედრო ძალებმა დატოვეს.

კომენტარები