რუსეთი-თალიბანი

რუსეთის გენპროკურორმა უზენაეს სასამართლოს თალიბანზე აკრძალვის მოხსნის წინადადებით მიმართა

სერგეი ლავროვისა და თალიბანის წარმომადგენლების შეხვედრა მოსკოვში
Ria Novosty

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის უზენაეს სასამართლოს ქვეყანაში თალიბანის საქმიანობის აკრძალვის მოხსნის თხოვნით მიმართა

რუსული პროკრემლისტური მედიის, Интерфакс-ის თანახმად, რუსეთის უზენაესი სასამართლო წინადადებას 17 აპრილს განიხილავს.

2024 წლის დეკემბერში რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებული ორგანიზაციების აკრძალვის გაუქმების საშუალებას იძლევა. კანონს ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა ხელი. 

ამ კანონით, რუსეთის სასამართლოს ეძლევა უფლებამოსილება, რომ გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის პეტიციის საფუძველზე, ორგანიზაცია ტერორისტთა რეესტრიდან ამოიღოს, თუკი მათი გადაწყვეტილებისთვის საკმარისი "რელევანტური ინფორმაცია" იარსებებს.

გასული წლის 25 ნოემბერს სერგეი შოიგუ ოფიციალური ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა და თალიბანის რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, შოიგუ ავღანეთის "უმაღლესი ხელისუფლებას" შეხვდა და "ვიცეპრემიერებთან და მინისტრებთან ეკონომიკური, სატრანსპორტო და უსაფრთხოების საკითხები განიხილა".

შოიგუმ რუსეთისა და ავღანეთს შორის "ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნის სურვილი" გამოთქვა:

"ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას ავაშენოთ კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის, მათ შორის, ავღანეთის შიდა პროცესების დარეგულირებისთვის ბიძგის მისაცემად" - თქვა რუსეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები