თემქაზე, ლიბერთი ბანკთან ერთი ადამიანი დაჭრეს.
ტელეკომპანია მთავარის ინფორმაციით, დაპირისპირება ორ ადამიანს შორის ლიბერთი ბანკში დაიწყო, რაც მოგვიანებით ქუჩაში ერთ-ერთის მუცლის არეში დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
ტაბულა მეტი ინფორმაციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.