რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტებმა უკრაინას 29 რაკეტა და 28 Shahed-ის დრონი ესროლეს

ირანული შაჰედის ტიპის დრონი

24 მარტს, ღამის საათებში ოკუპანტებმა უკრაინაზე მსხვილი საჰაერო იერიში მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტა და დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალების მიხედვით, ოკუპანტებმა უკრაინას 29 რაკეტა და 28 Shahed-ის ტიპის კამიკაძე დრონი ესროლეს. 

"ბრძოლის შედეგად 43 საჰაერო მიზანი განადგურდა: 18 ფრთოსანი რაკეტა და 25 Shahed-ის ტიპის დრონი დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, კიევის, ვოლინისა და ლვოვის რეგიონებში" – წერია განცხადებაში.

ოკუპანტებმა ლვოვის მიმართულებით 20 რაკეტა და 7 კამიკაძე დრონი გაისროლეს. 

ლვოვის მერის, ანდრეი სადოვისა და რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის მიხედვით, რუსეთი მიზნად კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებას ისახავდა.

"ღამით, მტრის კამიკაძე დრონებმა და რაკეტებთა იერიში მიიტანეს ლვოვის რეგიონის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რამაც ხანძარი გააჩინა. მეხანძრეები ადგილზე მუშაობენ. ამ დროისთვის, არ არის ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ". – წერს კოზიცკი. 

კომენტარები