რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, ბელგოროდის თავზე VAMPIRE-ის 13 რაკეტა ჩამოაგდეს

20 მარტი, ბელგოროდის დაბომბვის შედეგი
SHOT

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 20 მარტის შუა დღეს ბელგოროდის თავზე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა VAMPIRE-ის 13 რაკეტა ჩამოაგდეს.  

რუსულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება კადრები, რომლებშიც განგაშის ხმა ისმის და ფოტოები, რომლებზეც ასახულია დაბომბვის შედეგი. 

ტელეგრამ-არხები BAZA და SHOT-ი ირწმუნებიან, რომ ბელგოროდის ოლქზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა რამდენიმე. BAZA-ს ინფორმაციით, დაზიანებულია რამდენიმე სახლი და ავტომობილი. მათი მტკიცებით, ერთ-ერთი რაკეტა საბავშვო ბაღთან აფეთქდა.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ბელგოროდის ოლქის დაბომბვა გრძელდება.


12 მარტის გამთენიისას უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა დანაყოფებმა: ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამრუსულმა მოხალისეთა კორპუსმა და ციმბირის ბატალიონმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ. ეს ინფორმაცია გავრცელებული იყო ტელეგრამ-არხებზეც. პროუკრაინულმა ჯგუფებმა შეტაკებებისთვის ჯავშანტექნიკაც გამოიყენეს. გავრცელდა კადრები, სადაც, სავარაუდოდ, მათი ტანკების რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაც ჩანდა.

შეტაკებები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში მოხდა. ლეგიონ რუსეთის თავისუფლებაში ამბობდნენ, რომ მათ კურსკის ოლქში საზღვრის გარღვევაც შეძლეს. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, იყო შეტაკებები, თუმცა მოწინააღმდეგემ საზღვარი ვერ გაარღვია.

პროუკრაინულმა ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობის დროსაც მიმდინარეობდა. რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას აფრთხილებენ და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. შეტევების დროს რამდენჯერმე გაჩერდა საარჩევნო უბნების მუშაობა.

კომენტარები