რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: ბელგოროდზე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად დაღუპულია 1 ადამიანი

УНИАН 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 მარტის ღამეს, უკრაინამ იერიში მიიტანა ბელგოროდის ოლქზე. შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში საჰაერო თავდაცვის მობილურმა ჯგუფებმა ჩამოაგდეს 14 დრონი და 8 რეაქტიული რაკეტა. 

ბელგოროდის ოლქის ადმინისტრაციის მონაცემებით შეტევის შედეგად დაშავდა 4 მშვიდობიანი მოქალაქე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე შაჰედის ტიპის დრონებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში. შედეგად სუმის ოლქში დაზიანდა 4 ინფრასტრუქტურული ნაგებობა.

კომენტარები