ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ერდოღანი: ნეთანიაჰუ კაცობრიობის წინაშე დანაშაულით თავის სახელს ჰიტლერის გვერდით წერს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი 28 ოქტომბრის აქციაზე
AP Photo/Emrah Gurel

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰიტლერს, სტალინსა და მუსოლინის შეადარა

"ნეთანიაჰუ და მისი ადმინისტრაცია, ღაზაში მათ მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებით თავიანთ სახელებს ჰიტლერის, მუსოლინისა და სტალინის გვერდით წერენ, როგორც დღევანდელი ნაცისტები". - თქვა ერდოღანმა.

ერდოღანი 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ისრაელს აქტიურად აკრიტიკებს. აქამდე, მან ისრაელს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა და გენოციდის მოწყობაში დაადანაშაულა. 

ერდოღანს ასევე ნათქვამი აქვს, რომ ჰამასი არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ განმათავისუფლებელი ჯგუფია. 

კომენტარები