ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ერდოღანი: ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი 28 ოქტომბრის აქციაზე
AP Photo/Emrah Gurel

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარტიის შეკრებაზე თქვა, რომ ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა და ბენიამინ ნეთანიაჰუ როგორც არ უნდა დაემუქროს ის მაინც დასრულებულია

"ისრაელის სტრატეგია ქალაქებისა და მოსახლეობის ტოტალური განადგურებაა. მე ღიად ვამბობ, რომ ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა" - თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

ერდოღანის თქმით, თურქეთი ყოველთვის ხმამაღლა გააჟღერებს, რომ ჰამასის მებრძოლები ტერორისტები არ არიან და ისინი რეალურად საკუთარი მიწის დასაცავად ომობენ. 

თურქეთის პრეზიდენტმა პარტიის ყრილობის დამწრეებს პირობა მისცა, რომ ისრაელის სამხედრო და თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები წარსდგებიან საერთაშორისო სასამართლოში პალესტინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის. 

კომენტარები