აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

მდინარაძე: წლისთავია საუკუნის აფიორის - ქართველი ახალგაზრდები აღარ წამოეგებიან ფეიკებს

დღეს, სხვათა შორის, წლისთავია იმ საუკუნის აფიორის, რომელიც მათმა ტელევიზიებმა და მათმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თავისი ტელევიზიების საშალებით შემოგვთავაზეს და დააჯერეს ქართველი ახალგაზრდების ნაწილს, ნაწილს საბედნიეროდ, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, თურმე არის რუსული. ამ სითავხედის პიარ-კამპანია დაალაგეს, ამის წლისთავია, მაგრამ ქართველი ახალგაზრდები ამაზე აღარასდროს წამოეგებიან. იმიტომ, რომ ერთი და იგივე ფეიკ მდინარეში შესვლას არავინ აპირებს, მათ შორის ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც დადგებიან ყოველთვის სიმართლის მხარეს. არ წამოეგებიან ისეთ ფეიკებს, რომელიც შარშან შემოგვთავაზა მათმა კამპანიამ. 

საუკუნის აფიორა დალაგდა და მის სათავეში ნაცებთან ერთად იყო ხაზარაძე იდგა იმიტომ, რომ ეს მისი სამარკო ნიშანია - აფიორა. ამ აფიორას, სამწუხაროდ, გარედან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. ამ დიდ მხარდაჭერას განაპირობებდა ის, რომ ბევრ ადამიანს, ჯგუფს არ უნდოდა ეღიარებინა, რომ NGO სექტორი ცოტა სხვა მიზნებისთვის ფინანსდება, ვიდრე ეს ქართველ ხალხს ჰგონია. NGO სექტორმა დაიცვა მაშინ თავისი გაუმჭვირვალე ფინანსები და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა მიუღებელმა კანონმა, თავის საქმე გააკეთა და ყველას აჩვენა, რომ ეს იყო საუკუნის აფიორა. ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, ანუ ამერიკაში ახლაც მოქმედი კანონი, მოინათლა საქართველოში "რუსულ კანონად". წელს, რამდენიმე დღის წინ, მათ შორის, მედიის ხელძღვანელის განცხადებიდანაც გამოჩნდა, რომ საქრთველოში NGO-ები ფინანსდებიან პოლიტიკური მიზნებისთვის. 

თქვა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 7-8 მარტის აქციების წლისთავთან დაკავშირებით. 

კომენტარები