ლევან ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი: ცეცხლის ფასი ადევს პროდუქტებს, კობახიძეს და ივანიშვილს გავუგზავნით ამ ფასებს

ცეცხლის ფასი აქვს პირველადი მოხმარების პროდუქტებს და ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი კობახიძემ ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ეს პრობლემები აწუხებს მოქალაქეებს - გაძვირებული პროდუქტის ფასები. ერთ ხელში მიჭირავს ჩეკი, მეორეში მიჭირავს პროდუქტები, რომლებიც მაღაზიაში შევიძინეთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ცეცხლი უკიდია ფასებს, ნამდვილად გაძვირებული აქვს ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება და ამ ჩეკს თავისი ფასების ჩამონათვალით დღეს ვუგზავნით ივანიშვილს და კობახიძეს მთავრობის კანცელარიაში და კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათ უნდა იზრუნონ ხალხზე, ფასებზე და ის პოლიტიკური ბოდიალი, რასაც ისინი აკეთებენ, ჩვენს მოსახლეობას არ აინტერესებს. ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემებია ის ფასები, რომელთანაც უწევთ გამკლავება ყოველდღიურად. შესაბამისად, ახლა ამ ფასებს ავიღებთ და ჩავაბარებთ კანცელარიაში. ყოველ დღე გავაკეთებთ ამას, თუ ისინი არ დაინტერესდებიან ჩვენი მოქალაქეების პრობლემებით და ეს არის ფასების გაძვირება ნამდვილად.  

გაძვირებულ პროდუქტებზე, რომლებზე ვსაუბრობ, იგივე რძე, კარაქი, ბრინჯი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აზერბაიჯანში, სომხეთში და თურქეთში არის ბევრად იაფი და ცხადია, გაჩნდება კითხვა რატომ შეიძლება იყოს, რომ საქართველოში იყოს გაძვირებული, ცეცხლის ფასი ედოს პროდუქტებს და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში იგივე პროდუქცია ღირს იაფი. მარტივი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, რადგან ივანიშვილი და ივანიშვილის პარტია გამდიდრდეს, ხალხის კეთილდღეობა ცხადია არავის არ აინტერესებს. ეს არის შესაცვლელი, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს დამოკიდებულება, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის დღეს და ყოველდღიური პრობლემა, რომელიც მათ აქვთ, უკავშირდება სწორედ ფასებს პირველადი მოხმარების პროდუქტების და ადამიანების დიდი უმრავლესობა ფაქტობრივად ვერ ახერხებს ოჯახების გამოკვებას. 2024 წელი არის შესაძლებლობა შევცალოთ ეს ყველაფერი ხალხის საკეთილდღეოდ და კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები