ლევან ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი ოცნებას: თქვენ არ ვიცი, მაგრამ საფრანგეთი ფიქრობს, რომ ხაშურში იყოს წყალი

ეს არ არის კანონი, რომელიც აერთიანებს ხალხს. თქვენი ამოცანა უნდა იყოს საზოგადოების ერთობა. რატომ შემოიტანეთ ახლა, რაში გჭირდებათ?! რატომ ემთხვევა, რომ აფხაზებს დაავალეს თებერვალში და 2 კვირაში თქვენ შემოიტანეთ - ეს რა, მართლა დამთხვევაა?! [...] ეუთოს დასკვნაზე მიგითითებენ, იქ არ გინდათ შესვლა. შავით თეთრზე წერია, რომ არ არის ეს კანონი კარგი.

თქვენ ამბობთ, რომ კარგია [რუსული კანონი] [...] ნატოს გენერალურმა მდივანმაო ვერ წაიკითხაო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ვერ წაიკითხეს - აზრზე არ არიანო, ამერიკის ელჩიო - აბა ეგ რას გაიგებდაო, ევროკავშირის ელჩმა არ იცის კითხვა და შინაარსის გამოტანაო. გერმანელმა, ფრანგმა, პოლონელმა, ესტონელმა, ლიტველმა… ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო. [...] მარტო მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ზარქუამ რომ გაიგო ეს კანონი, პირობითად ვამბობ, და სხვას არავის ესმის დედამიწის ზურგზე - რად გინდათ ეგეთი კანონი.

თქვენ არ ვიცი გეფიქრებათ თუ არა იმაზე, ხაშურში იქნება თუ არა წყალი, მაგრამ საფრანგეთის მთავრობა ფიქრობს ამაზე და ფულია გამოყოფილი - 58 მილიონი ფრანგული ფული, რომ წყალი იყოს ხაშურში. გარდაბანში, მაგალითად, არის ნიდერლანდების და გერმანიის თანხა წყალზე ასევე - 200 მილიონი ლარი. ხალხი, რომელიც მილიარდებს ხარჯავს, რომ საქართველოში იყოს გზა, მაგისტრალი რომ გიხარიათ, ეგ არის დასავლური ფულით გაკეთებული.

თქვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა იურიდიულ კომიტეტზე რუსული კანონის განხილვისას.

კომენტარები