ლევან ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი კალაძეს: თუ არ გეშინია, მოიყოლე ძმაკაცები და საკრებულოს სხდომაზე პასუხები გამეცი

წერეთელთან დაკავშირებით კარგად უნდა იცოდეს ყველამ, რომ ეს ტენდერი მოაგებინეს გარდაბნის საკრებულოს წევრის მამას, ქართული ოცნების საკრებულოს წევრის მამას და მერე ამბობენ, რომ თურმე, არაფერ შუაშია კორუფცია. აქვე შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ეს კომპანია არის "ქართული ოცნების შემომწირველი. ცხადია, ყველას გვესმის, რომ ეს არის კორუფციული გარიგება და ახლა, როდესაც გარდაბნის საკრებულოს წევრს გაუწყვიტეს ხელშეკრულება, დამატებით 17 მილიონი ლარის კონტრაქტი გაუფორმეს ბერას ძმაკაცს. კალაძემ ხომ იშოვა ფული, ახლა ბერამ და მისმა საძმაკაცომ უნდა იშოვოს თანხა [...]

კახი, შემდეგ საკრებულო სხდომაზე, უახლოესი იქნება რამდენიმე დღეში, გთავაზობ, თუ მატყუარა არ ხარ, თუ აფერისტი არ ხარ, თუ კორუმპირებული არ ხარ, თუ არ გეშინია, რაც მთავარია, აი კითხვები, რაც გვაქვს, მე ვაპირებ, რომ საკრებულოს სხდომაზე მოვიდე და თუ მაგარი ბიჭი ხარ, თუ მართალი ხარ, თუ მტყუანი არ ხარ, გინდა ბერა მოიყოლე, გინდა შენი პიარ სამსახურის თანამშრომლები, ფაქტობრივად, 5-10 მილიონს რომ ხარჯავ ხალხის ფულს, ეგენიც ყველა მოიყოლე, სრულიად პიარი, ბერაც გამოიყოლე, შენი ძმაკაცები, სპორტსმენები, შენი ზონდერები მოიყვანე, მზად ვარ, მოვიდე და შეკითხვები დაგისვა, რომელიც თბილისელებს აწუხებთ და გაეცი ხალხს პასუხი. მოდი კახი, ხომ მაგარი ბიჭი ხარ და აბა, მოდი და გაგვაბანძე ოპოზიცია. თუ ვაჟკაცობა გეყოფა, მე მზად ვარ, შემდეგ საკრებულო სხდომაზე გესტუმროთ მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ დაგისვა ის შეკითხვები, რომლებიც თბილისელებს აქვს.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

კომენტარები