რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: 24 თებერვალს რუსებმა დახვრიტეს 7 ჯარისკაცი, რომელიც ტყვედ ბარდებოდა

Unian

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის თქმით, 24 თებერვალს რუსებმა დახვრიტეს 7 უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც ტყვედ ბარდებოდა.

"მორიგი სამხედრო დანაშაული სავარაუდოდ 2024 წლის 24 თებერვალს ბახმუტის ოლქში მოხდა. ჩვენს მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები ტყვედ ჩაბარებას ცდილობენ: მათ ხელები აქვთ აწეული, ისინი მტერს ანიშნებენ რომ უიარაღოდ არიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ. რუსებს ისინი ტყვედ უნდა აეყვანათ, მაგრამ უმოწყალოდ დახვრიტეს.

რუსების მიერ სიკვდილით დასჯილი ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვვარაუდობთ, რომ მათი რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო". – წერს ლუბინეცი.

ლუბინეცის თქმით, მას აქვს ინფორმაცია თუ რომელმა სამხედრო ნაწილმა ჩაიდინა ომის დანაშაული.

"ეს შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს, როგორც რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების მორიგი დარღვევა. ამ საკითხზე დაუყოვნებლივ მივმართავ გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს". – წერია ლუბინეცის პოსტში.

ამ დროისთვის უკრაინა ტყვეების მკვლელობის 19 სისხლის სამართლის საქმეს იძიებს, რომელშიც 45 დაღუპული სამხედროს სახელი ფიგურირებს.

კომენტარები