ნობელის პრემია

საქართველომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა

საქართველომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა გაავრცელა.

"სიხარულით გაცნობებთ, რომ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი, აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი). ვულოცავთ და წარმატებას ვუსურვებთ". - წერს ლიტერატურის ინსტიტუტი.

ლიტერატურის დარგში 2024 წლის ნობელიის პრემიის გამარჯვებულს ოქტომბერში დაასახელებენ, 10 დეკემბერს კი დააჯილდოვებენ.

კომენტარები