2025 წლის ნობელის პრემია მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში სამ მეცნიერს, მერი ბრუნკოვს, ფრედ რამსდელსა და შიმონ საკაგუჩის, "პერიფერიული იმუნური ტოლერანტობის კვლევისთვის" გადაეცათ.
ადამიანებს იმუნური სისტემა ყოველდღიურად ათასობით განსხვავებული ტიპის მიკრობისგან იცავს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ცდილობენ შემოღწევას - არსებობს ცალკეული ტიპის მიკრობებიც, რომლებიც ადამიანის უჯრედის მსგავსად "ინიღბებიან" კამუფლაჟისთვის - შესაბამისად, მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში "როგორ წყვეტს ჩვენი იმუნური სისტემა რას უნდა შეუტიოს ჩვენს ორგანიზმში, ან რა უნდა დაიცვას?"
სწორედ ამ თემის ირგვლივ, ზემოთხსენებულმა ლაურეატებმა მიმდინარე წელს დაადგინეს, რომ ადამიანის ორგანიზმში არსებული "T ლიმფოციტები ეხმარება ორგანიზმს შეძლოს იმის იდენტიფიცირება, თუ რას უნდა შეუტიოს და რა დაიცვას ჩვენს ორგანიზმში".
"მათი აღმოჩენები გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენთვის იმის გააზრებაში, თუ როგორ მუშაობს ჩვენი იმუნური სისტემა და რატომ არ ვითარდება ჩვენს ორგანიზმში ავტოიმუნური დაავადებები". - განაცხადა ოლე კემპმა, ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ.





