ნობელის პრემია

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ეკონომიკის ისტორიის მკვლევარს კლაუდია გოლდინს გადაეცა

 JONATHAN NACKSTRAND / AFP

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ეკონომიკის ისტორიკოსს, ამერიკელ კლაუდია გოლდინს გადასცეს. კლაუდია გოლდინის კვლევა შეეხება ქალებსა და კაცებს შორის ანაზღაურების უთანასწორობას. 

"ეკონომიკის მეცნიერებაში ამ წლის ლაურეატმა, კლაუდია გოლდინმა შექმნა პირველი ყოვლისმომცველი ანგარიში, რომელშიც განხილულია ქალების შემოსავლები და მათი მონაწილეობა შრომით ბაზარზე საუკუნეების განმავლობაში" - ნათქვამია მეცნიერების შვედეთის სამეფო აკადემიის განცხადებაში. 

შვედეთის სამეფო აკადემიის თქმით, გოლდინის კვლევა აღწერს გარდაქმნებს და ცვლილებების მთავარ წყაროებს, რაც დღემდე აყალიბებს ქალებისა და კაცების შემოსავლებში დიდ უთანასწორობას. 

კლაუდია გოლდინი პირველი ეკონომისტი ქალი იყო, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის მუდმივი წევრი გახდა. ამავდროულად, ის მესამე ქალია, რომელმაც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია მიიღო. 

კომენტარები