რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: უკრაინამ ჩვენს ტერიტორიაზე იერიში მიიტანა, გავანადგურეთ 5 დრონი

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოიგერიეს დრონები, რომლებიც უკრაინამ, სავარაუდოდ, ბელგოროდის ოლქში და შავი ზღვის თავზე გაუშვა. 

რუსული უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დრონები თავს დაესხნენ "ობიექტებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე".

"უპილოტო საფრენ აპარატებს გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე (1 უპილოტო საფრენი აპარატი) და შავი ზღვის თავზე (4 უპილოტო საფრენი აპარატი)". - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები