რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი ნანობს, რომ უკრაინაში მოქმედებები უფრო ადრე არ დაიწყო

ვლადიმირ პუტინი აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, 2022 წლის 7 სექტემბერი
TASS Host Photo Agency/Reuters

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უნდა ნანობდნენ, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უფრო ადრე არ დაიწყეს. ამის შესახებ მან პაველ ზარუბინისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

პუტინი კვლავ ირწმუნება, რომ ომი რუსეთს არ დაუწყია და 2014 წლის დონბასის კონფლიქტის შემდეგ დასავლელი ლიდერები მას ატყუებდნენ.

"როგორც ვთქვი, ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მხოლოდ მის შეჩერებას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ამას მშვიდობიანი საშუალებებით ვცდილობდით - მინსკის შეთანხმების დახმარებით. როგორც შემდეგში გაირკვა, ჩვენ აქაც გვატყუებდნენ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილმა კანცლერმაც და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმაც აღიარეს და პირდაპირ საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებდნენ ამ ჩვენი შეთანხმებების შესრულებას, არამედ უბრალოდ დროს იგებნენ იმისთვის, რომ უკრაინის რეჟიმი დამატებითი იარაღით გაეტენათ, რაც მათ წარმატებით შეძლეს. ერთადერთი, რასაც უნდა ვნანობდეთ, ისაა, რომ ჩვენი აქტიური მოქმედებები ადრე არ დავიწყეთ, იმის იმედით, რომ საქმე წესიერ ადამიანებთან გვქონდა." – თქვა პუტინმა.

პუტინი ასევე კვლავ ირწმუნებოდა, თითქოს რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით მოატყუეს.

კომენტარები