რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასობრივი დარტყმები მიიტანა, განგაში მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა

Ту-95

15 თებერვლის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა, განგაში მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა.

დაბომბვის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი და განადგურდა ინფრასტრუქტურა, კერძოდ:

ლვოვში აფეთქდა 10 რაკეტა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ არის.

დნეპროპეტროვსკის ოლქში განადგურებულია რამდენიმე სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტი, დაშავებულები არ არიან.

პოლტავის ოლქში აფეთქების შედეგად განადგურდა საწყობი, რამდენიმე შენობას გაუჩნდა ხანძარი, დაშავებულები არ არიან.

ზაპოროჟიეს ოლქში რაკეტა მოხვდა ინფრასტრუქტურის შენობას, შედეგად დაშავებულია 4 ადამიანი, ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი, სასწავლო დაწესებულება და სავაჭრო ობიექტი.

ხმელნიცკის ოლქში დაზიანებულია სამოქალაქო სტრუქტურა, დაშავებულები არ არიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით 15 თებერვლის ღამეს, საჰაერო თავდაცვამ 26 გაშვებული რაკეტიდან 13 ჩამოაგდო.

კომენტარები