უამინდობა აშშ-ში

ქარიშხლისა და დიდთოვლობის გამო აშშ-ს რამდენიმე შტატში ათასობით ავიარეისი გაუქმდა

აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქარიშხლისა და დიდთოვლობის გამო, რამდენიმე შტატში ათასობით ავიარეისი გაუქმდა.

აშშ-ს ზოგიერთ რეგიონში 38 სმ-მდე თოვლი მოვიდა. რამდენიმე შტატის ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობას მოუწოდეს, იმუშაონ სახლიდან და თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან.

ნიუ იორკსა და ბოსტონში დახურულია სკოლები და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

ქარიშხლის გამო, პენსილვანიაში დაახლოებით 140 000, ნიუ ჯერსიში კი დაახლოებით 12 000 ადამიანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.

კომენტარები