უამინდობა აშშ-ში

აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი ქარბუქია [VIDEO]

ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე უკანასკნელ 4 წელიწადში პირველი დიდი ქარბუქია. ქარიშხლამდე 5-მა შტატმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ექსპერტები ზოგიერთ რეგიონში  დიდთოვლობას, სანაპიროსთან ახლოს კი წყალდიდობას ვარაუდობენ. მასაჩუსეტსის შტატში 800 000-მდე ოჯახს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა. 29-30 იანვარს ამინდის გაუარესების გამო აშშ-ში 5 000-მდე ფრენა გადაიდო. 

სინოპტიკოსების თქმით, არსებობს შანსი, რომ ქარიშხალი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის ძლიერი ქარის სახელითაა ცნობილი ბოსტონის ტერიტორიას  61 სმ-ის სიმაღლის თოვლით დაფარავს, ხოლო  ნიუ-იორკში თოვლის სიმაღლე უკვე 30სმ-ს აღწევს. 

BBC-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ ჩიკაგოს მატარებელს, რომელიც ყინვასთან გასამკლავებლად, თოვლიან ამინდში ცეცხლოვან ლიანდაგზე დადის, რითიც თავიდან ირიდებენ სატრანსპორტო შეფერხებას. 

კომენტარები