უამინდობა აშშ-ში

თოვლის ქარბუქმა აშშ-ში სულ მცირე 7 ადამიანი იმსხვერპლა

AP

ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთში თოვლის ქარბუქის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. დიდთოვლობის გამო ნიუ იორკის შტატის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა.

ბუფალოში დღე-ღამეში 2 მეტრამდე თოვლი მოვიდა, რაც 1976 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსამდე დაეცა.

ხელისუფლებამ ბუფალოში გზების გასაწმენდად ასეულობით ერთეული ტექნიკა გაგზავნა. სინოპტიკოსთა პროგნოზით, დიდთოვლობა და ყინვა შეერთებულ შტატებში კიდევ გაძლიერდება.

კომენტარები