ბალტიის ზღვა

ბალტიის ზღვაში გამყინვარების პერიოდის ქვის კედელი აღმოაჩინეს

Michał Grabowski/Leibniz-Institut für Ostseeforschung Warnemünde/dpa/picture alliance

მკვლევრებმა ბალტიის ზღვაში გამყინვარების პერიოდის ქვის კედელი აღმოაჩინეს. მათი აზრით, ეს კედელი ბალტიის ზღვაში აღმოჩენილი ადამიანის მიერ შექმნილი უძველესი სტრუქტურაა. კედლის შესახებ ინფორმაცია ბალტიის ზღვის კვლევის ლაიბნიცის ინსტიტუტმა, როსტოკის უნივერსიტეტმა და კიელის კრისტიან-ალბრეხტის უნივერსიტეტმა გაავრცელა.

მეცნიერების აზრით, კედელი 10 000 წელზე მეტი ხნისაა. წყალქვეშ აღმოჩენილი კედლის სიგრძე დაახლოებით 1 კილომეტრია და კედელი გერმანიის სანაპირო ზოლიდან იწყება. მეცნიერებმა ამ კედლის არსებობის შესახებ პირველად 2021 წელს შეიტყვეს, თუმცა მხოლოდ ახლა დადასტურდა, რომ ეს კონსტრუქცია გამყინვარების ხანაში არის შექმნილი. აღნიშნული ტერიტორია ბალტიის ზღვაში მხოლოდ 8 500 წლის წინ დაიფარა წყლით.

კომენტარები