თბილისის მერია

წერეთელზე სამუშაობის დასრულების შემდეგ, რამდენიმეგან მოძრაობის მიმართულება შეიცვლება

აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით შეძლებენ. გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა მძღოლებს მარცხნივ მოხვევითაც შეეძლებათ.

გარდა ამისა, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება გიორგი ცაბაძის ქუჩის ნაწილზეც - გადაადგილება  მხოლოდ ცალმხრივად, თევდორე მღვლის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით იქნება დასაშვები.

წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად უკვე აღდგა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კომენტარები