რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტუსკი: ვიქტორ ორბანი ევროკავშირში ერთადერთი ანტიუკრაინელი პოლიტიკოსია

უნგრეთისა და პოლონეთის პრემიერმინისტრები, ვიქტორ ორბანი და დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, მისი უნგრელი კოლეგა, ვიქტორ ორბანი ერთადერთია, რომელიც უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას ევროკავშირის დონეზე აფერხებს. ამის შესახებ ტუსკმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპაში ბევრი რამ შეიცვალა: ვიქტორ ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა, ის ერთადერთი ასე ცხადად ანტიუკრაინელი პოლიტიკოსია". - თქვა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერის თქმით, ევროპელ ლიდერებს ახლა უკრაინის მხარდაჭერა მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი.

"უდავოდ, ვიქტორ ორბანს ძალიან სერიოზული გამოცდა ელის, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ასე თუ ისე ჩვენ ვიპოვით რაიმე სახის გამოსავალს უკრაინის მხარდასაჭერად – ორბანთან ერთად ან მის გარეშე. თუმცა, უკეთესი იქნებოდა და შექმნილ ვითარებაში თავს უკეთ ვიგრძნობდით, თუ ამ საკითხში ევროპის ერთიანობა შენარჩუნდებოდა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ". - თქვა ტუსკმა.

პარალელურად, უკრაინის საგარე საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი და საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო "არა პრორუსი, არამედ პროუნგრელი პოლიტიკოსები არიან".

კომენტარები