აშშ-ში და სხვა ქვეყნებში არსებობს პრინციპი, რომ ზამთრის პერიოდში გამოსახლება საერთოდ არ ხდება იმიტომ, რომ განსაკუთრებით მძიმეა პირობები. ეს ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკაა და რატომ არ შეიძლება ეს პრაქტიკა საქართველოში არსებობდეს? რატომ არ შეიძლება არსებობდეს პრაქტიკა, როდესაც სასამართლო ითვალისწინებს, მათ შორის, ქონების მფლობელის ინტერესებს. ამას სისტემური მოგვარება სჭირდება და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ.
tbl.ge/6o9c
დაკოპირდა

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოქალაქეების გამოსახლებასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- გამოსახლების დროს დაკავებულთა ნაწილი დააჯარიმეს, ნაწილი გააფრთხილეს, ნაწილის სხდომა გადაიდო
- მოქმედებს უსახლკაროთა პროგრამა, გვაქვს მუნიციპალური თავშესაფარი - მერია გამოსახლებულებზე
- კრედიტის დასაფარად ფული ჰქონდა სახლში, რომ შევიდა აღარ დახვდა – გამოსახლებული მოქალაქე
- ადვოკატი: გამოსახლების დროს დაკავებულებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს
- კალაძე: თბილისის მერია ვერ ჩაერთვება სხვა რეგიონში რეგისტირებულთა პრობლემების მოგვარებაში




