რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსეთის გაშვებული 7 დრონიდან 4 ჩამოვაგდეთ

Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები

20 იანვრის ღამეს რუსებმა უკრაინას შაჰედის ტიპის 7 დრონით შეუტიეს, რომელთაგან 4 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს

"ღამით რუსმა დამპყრობლებმა მიიტანეს მორიგი საჰაერო იერიში შაჰედ-136/131 ტიპის 7 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 4 უპილოტო საფრენი აპარატი". - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 103 სამხედრო შეტაკება მოხდა, ავდიივკას მიმართულებით კი უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების 33 თავდასხმა მოიგერიეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციითვე, გასულ დღეს რუსებმა 1 სარაკეტო, 23 საჰაერო და 59 იერიში მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან მიიტანეს.

კომენტარები