რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე იერიში მიიტანა

FACEBOOK OF THE MAIN DIRECTORATE OF THE STATE EMERGENCY SERVICE IN KHARKIV OBLAST

2 იანვრის დილას კიევი და ხარკოვი მასიური თავდასხმის ქვეშ იყო.

კიევში რუსებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტები, მათ შორის Kinzhal-ის აერობალისტიკური რაკეტები გაუშვეს.

მანამდე კიევში ძლიერი აფეთქებების სერია იყო. კიევის რამდენიმე რაიონში რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. კიევის ზოგიერთ მცხოვრებს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა აქვს.

რაკეტები კიევისა და ჩერკასის ოლქების საზღვრიდან დასავლეთისკენ გაუშვეს, ხოლო კიროვოგრადის ოლქის რაკეტები -  ჩრდილო-დასავლეთით. 

კიევში საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება გრძელდება.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, ქალაქი რუსეთის სარაკეტო თავდასხმის ქვეშ იყო. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 40-ზე მეტი.

ოკუპანტებმა შეუტიეს ქალაქ ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს, კერძოდ შევჩენკოვის რაიონს. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული შენობები, სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ცეცხლი გაუჩნდა მანქანებს.

ხარკოვის ოლქის 20-მდე დასახლება მოხვდა მტრის საარტილერიო და ნაღსამტყორცნო თავდასხმის ქვეშ, კერძოდ: კოზაჩა ლოპანი, ხარკოვის რაიონი, ვოვჩანსკი, ჩუგუივის ოლქის ბუდარკი, კუპიანის რაიონის სინკივკა, პეტროპავლივკა, ივანივკა, ბერესტოვკა.

საჰაერო დარტყმის ქვეშ იყო ჩუგუივის რაიონის მალაია ვოვჩასა და ოხრიმივკას მიდამოები, პეტროპავლივკი, კუჩერივკი, კუპიანის რაიონი, იზიუმის რაიონის ჩერნეშჩინა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს მტრის 7 თავდასხმა კუპიანის რაიონის სინკივკასა და პეტროპავლივკას მახლობლად.

კომენტარები