წამლების ფასები

აზარაშვილი ფარმაცევტულ კომპანიებზე: ისინი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ზრდიდნენ ფასებს

კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ის სამარცხვინო და ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში, ძალიან საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე და ძალიან მყარი არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით და დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა 8-თვიანი, თითქმის 9-თვიანი მოკვლევის საფუძველზე შედეგები, რაც მიიღო და ეს შედეგები არის ძალიან სამწუხარო.

დადასტურდა, რომ ეს [ფარმაცევტული] კომპანიები მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობდნენ, თან ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ, ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას, ფასის გაზრდას მედიკამენტებზე. [...] ფასები გაიზარდა სამჯერ, ოთხჯერ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში, რაზეც სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაგირება.

თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო, 4 სააფთიაქო ქსელი, ავერსი, PSP, გეფა (ფარმადეპო, GPC) და მერმისი ჯამში 53 მილიონი ლარით დააჯარიმა.

კომენტარები