აშშ-ს 2024 წლის არჩევნები

ტრამპს საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატშიც აუკრძალეს

მეინი გახდა მეორე შტატი, სადაც 2021 წლის კაპიტოლიუმზე მოწყობილი თავდასხმის გამო აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალეს.

გადაწყვეტილება შტატის მდივანმა, შინა ბელოუსმა მიიღო. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

აქამდე იგივე აკრძალვა, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციის მე-14 შესწორებით, რაც 1868 წელს მიიღეს, დონალდ ტრამპს კოლორადოშიც დაუწესეს. ჯერჯერობით, ორივე გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა.

ეს საქმე ამჟამად განიხილება ორეგონშიც.

"ამ გადაწყვეტილებამდე მარტივად არ მივსულვარ. ვითვალისწინებ, რომ არც ერთ შტატის მდივანს პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ბიულეტენბზე მოხვედრა არ დაუშლია მე-14 შესწორების მე-3 მუხლის მიხედვით. თუმცა, იმასაც ვითვალისწინებ, რომ პრეზიდენტობის არც ერთი კანდიდატი აქამდე ამბოხებაში ჩართული არ ყოფილა". - თქვა საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა მდივანმა, ბელოუსმა.

აქამდე, გასულ დღეს ტრამპის პრაიმერიზზე დაბლოკვას მხარი არ დაუჭირა მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ.

1868 წელს აშშ-ში მიიღეს კონსტიტუციის შესწორება, რომელიც ამბოხებული პირის მიერ თანამდებობის დაკავებას ზღუდავს. ამით კონფედერაციის წარმომადგენლებისთვის სამოქალაქო ომის შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას ზღუდავდნენ.

კომენტარები