თავდაცვის მინისტრი რუსტამ უმეროვი 2024 წლიდან საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელი კაცების ჯარში გაწვევას გეგმავს. ინფორმაციას Welt გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
"უკრაინელები, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ და გამოსადეგი არიან სამხედრო სამსახურისთვის მომდევნო წერს ჯარში უნდა იმსახურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სანქციები". – წერს Welt-ი.
თავდაცვის მინისტრის თქმით გენერალური შტაბი მუშაობს სანქციებზე, რომლებიც დეზერტირების წინააღმდეგ იქნება შემუშავებული.
მომავალ წელს რუსეთთან ომის გასაგრძელებლად უკრაინა 450 000-დან 500 000-დე ჯარისკაცის მობილიზაციას აპირებს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



