ევროკავშირის დროშა

ხულიგნობის სოლიდარობისთვის მღვდლები ევროკავშირის დროშას წვავენ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე მღვდელი: მღვდელი გენადი გოგილაშვილი, მღვდელი იაკობ მესტვირიშვილი და დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი ვიდეოს ავრცელებენ, სადაც მცხეთის გამგეობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვისთვის დაკავებულს სოლიდარობას უცხადებენ.

დაკავებულმა ლაშა შარუხიამ ადმინისტრაციული საკუთრება, ევროკავშირის დროშა ცეცხლის წაკიდებით გაანადგურა. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

კომენტარები