საქართველოს პარლამენტი

მიქანაძე: გვაქვს კონკრეტული შეკითხვები ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით

მხოლოდ გამოთქმა რეკომენდაციის არ არის საკმარისი, ამას სჭირდება სამართლებრივი არგუმენტაციები. 16 გვერდიანია ეს დასკვნა და მე როდესაც გავეცანი ამ დასკვნას, ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი ვერ მოვისმინე.

გასაგებია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სისტემაა. საფრანგეთში საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს არჩევნებს და შინაგან საქმეთა მინისტრი არის ამაზე პასუხისმგებელი, მაგრამ, ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქვეყნებზე, სადაც პარლამენტი აკომპლექტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას, სადაც აბსოლუტურად არის მიღებული ის პრაქტიკა, რომ უმრავლესობა პარლამენტის აკომპლექტებს ცესკოს ადმინისტრაციას. გვაქვს კონკრეტული შეკითხვები ამ დასკვნასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ სამართლებრივი არგუმენტაციები იქნება წარმოდგენილი იმისთვის, რომ ჩვენ გავხსნათ დიალოგის პროცესი. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გივი მიქანაძემ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით. 

ვენეციის კომისიამ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით შეფასება გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ "მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩო არ უზრუნველყოფს უწყების საკმარის დამოუკიდებლობას".

კომენტარები