რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა შემდეგში შესაძლოა ბალტიის ქვეყნებსა და მოლდოვას შეუტიოს – ბელგიის არმიის მეთაური

ბელგიის შეიარაღებული ძალების მეთაური მიშელ ჰოფმანი

ბელგიის შეიარაღებული ძალების მეთაურის მიშელ ჰოფმანის თქმით, უკრაინის ომის შემდეგ კრემლის სამიზნე შესაძლოა ბალტიის ქვეყნები და მოლდოვა გახდეს.

ჰოფმანის თქმით, რუსეთმა უკვე აჩვენა, რომ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმაზე წამსვლელია. ვლადიმერ პუტინის ენა "ყოველთვის გაურკვეველია. სრულად შესაძლებელია, რომ მოგვიანებით სხვა იდეები გაუჩნდეთ. ან სამხრეთით, მოლდოვაში, ან ბალტიის სახელმწიფოებში". - თქვა მან ბელგიურ გამოცემა VRT-სთან საუბრისას.

"ევროპა სასწრაფოდ უნდა მოემზადოს და ცხადად აჩვენოს, რომ საკუთარი თავის დაცვა და საჭიროების შემთხვევაში კონტრშეტევაც შეუძლია". - ამბობს ჰოფმანი.

კომენტარები