რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

The Telegraph: რუსები უკრაინელ ტყვეებს შუბლზე სვასტიკებს უკაწრავდნენ

telegraph.co.uk

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, რუსები უკრაინელ სამხედრო ტყვეებს შუბლზე სვასტიკის ფორმის სიმბოლოებს უკაწრავდნენ. ამის შესახებ ბრიტანულ გამოცემას თავად უკრაინელმა ჯარისკაცმა უამბო, რომელიც რუსეთის არმიის ტყვეობაში იმყოფებოდა

ჯარისკაცი იხსენებს, რომ მას თვალები ახვეული ჰქონდა და ვერ ხვდებოდა, თუ როგორ აპირებდნენ მის დასახიჩრებას. მისი თქმით, რუსი ჯარისკაცი მას ეუბნებოდა, რომ სურდა მის შვილებს სცოდნოდათ, რომ ის ფაშისტი იყო. შემდეგ უკრაინელი ჯარისკაცი იხსენებს, რომ მის სახეზე თბილი სისხლის დინება იგრძნო. ექიმების თქმით, სვასტიკა ჯარისკაცის შუბლზე დანითაა ამოჭრილი. ჯარისკაცი შემდეგ ჩეჩნეთში გადაიყვანეს და საბოლოოდ ტყვეების გაცვლის შეთანხმებით, 5 თვის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა. 

"ყოველ დღე ეს მახსენებს იმას, რომ მას აწამებდნენ" - ამბობს ჯარისკაცის ცოლი ოლღა. 

კომენტარები