უკრაინა

Rolls-Royce-მა შესაძლოა უკრაინაში მცირე ატომური ელექტროსადგურები ააშენოს

Paul Grover

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, Rolls-Royce-სა და უკრაინის უდიდეს კერძო ენერგოკომპანიას DTEK-ს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე მცირე ატომური ელექტროსდგურების აშენების საკითხზე. კომპანია DTEK-ის მფლობელი უკრაინელი ბიზნესმენი რინატ ახმეტოვია. 

მოლაპარაკებები ეხება ნახშირის ელექტროსადგურების ტერიტორიაზე მცირე რეაქტორების (SMR) განთავსებას. ამჟამად DTEK-ი და Rolls-Royce-ი ნახშირის რვა ელექტროსადგურს განიხილავენ პოტენციურ მცირე ატომურ ელექტროსადგურად გარდასაქმნელად. 

უკრაინული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მაქსიმ ტიმჩენკოს თქმით, ისინი გეგმავენ, რომ ბირთვული ელექტროსადგურები DTEK-ის პროფილის წამმართველი მიმართულება გახდეს და შემცირდეს წიაღისეულ საწვავზე უკრაინის ენერგოდამოკიდებულება. 

უკრაინა ბირთვული ენერგიის ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელია. უკრაინის სახელმწიფოს მფლობელობაშია ოთხი ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქვეყნის ნახევარს ელექტროენერგიით ამარაგებს. 

კომენტარები