რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მიშელი: ევროკავშირს სურს უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალის წარმოება დააჩქაროს

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი
REUTERS/Johanna Geron

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელმა თქმით, ევროკავშირს სურს უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალის წარმოება დააჩქაროს.

"გადავწყვიტეთ შემოვიტანოთ ის, რასაც ევროპის მშვიდობის ფონდს ვუწოდებთ, რათა წავახალისოთ უკრაინისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერა, ჩვენს წევრ ქვეყნებთან კოორდინირებულად. არსებობს საერთო პოლიტიკური ნება, რომ გავაუმჯობესოთ ინსტრუმენტი, გავაუმჯობესოთ მექანიზმი, რათა ევროკავშირისა და ორმხრივი დახმარების საშუალებით მეტი რაკეტა, მეტი საბრძოლო მასალა ვაწარმოოთ". - თქვა მიშელმა.

ამავდროულად, შარლ მიშელის თქმით, 14-15 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე ევროკავშირის თავდაცვის შესაძლებლობებში დამატებითი ინვესტირება იგეგმება.

ამასთან, ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის 20 მილიარდი ევრო გამოყოფის გეგმას განიხილავენ, რაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსებას მოხმარდება.

კომენტარები