რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფრონტზე უკრაინელი მსახიობი ანდრიი პავლენკო დაიღუპა

ანდრიი პავლენკო
Befunky

ფრონტზე დაიღუპა უკრაინელი მსახიობი, რეჟისორი და სამხედრო მოსამსახურე ანდრიი პავლენკო. ამის შესახებ მისი ცოლი დარია ორეხოვა წერს.

"ომი არავის ინდობს. ომს მიყავს ჩვენი ახლობლები და საყვარელი ადამიანები. ომმა წაიყვანა ანდრიი პავლენკო. დამშვიდობების დღეს მოგვიანებით შეგატყობინებთ. ძალიან მომენატრები ჩემო საყვარელო". – წერს ორეხოვა.

პავლენკოს 50-ზე მეტ სერიალსა და ფილმში აქვს ნათამაშები. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია 1941Жіночий лікарДев’ять життів Нестора МахнаІлюзія страху.

კომენტარები